пятница, 5 декабря 2014 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ზეინაბ   ჩაკვეტაძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
აღვის საჯარო სკოლა
ქალაქი
ცაგერი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
პიროვნება და საზოგადოება.   ,,გულწრფელობიდან-სახრჩობელამდე”
თემის შინაარსი
ი.ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“,ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები გამოკვეთენ ნაწარმოებში აღწერილ პრობლემას. იკვლევენ ილიას ეპოქის საქართველოს ისტორიულ ფონს.ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებს აკავშირებენ თანამედროვეობასთან და მსჯელობენ საუკუნის პრობლემებზე.(ადამიანის სიკვდილით დასჯა,ხიდჩატეხილობა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის, კონფლიქტი) და მათი გადაჭრის გზებზე. მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობენ შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით. მოიძიებენ მასალებსა ინტერნეტისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით და აკეთებენ პრეზენტაციებს აუდიტორიის წინაშე.
საგანი
ლიტერატურა და ისტორია
დონე/კლასი  
8- 9
განხორციელების დროის ჩარჩო
სამი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ.IX.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარადგინოს სხვადსხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
. პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს,ცოდნას.
. იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას.
ქართ.IX.6 მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
.შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას,ასევე ავტორის, მთხრობელის,პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ კონტექსტში.
. უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს,მხატვრულ ფილმებს და სხვა.
ქართ.IX.9 მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა. მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემის მიმართ და საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლათ მოყავს სათანადო არგუმენტები.აჯამებს მოცემულ საკითხზე განსხვავებულ შეხედულებებს.(აკეთებს ჩანაწერებს).
ისტ.VIII.12 მოსწავლე აანალიზებს ადამიანის უფლებების საფუძვლებს და მათი განვითარების ისტორიულ პირობებს.
. თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქას და სხელმწიფოს ,რომლის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამიანის მდგომარეობას, ასახელებს იმ ღირებულებებს(მაგ. ღირსება,თანასწორობა,თავისუფლება) რომელთა უგულვებელყოფა ხდებოდა აღწერილ შემთხვევაში და უფლებებს რომელიც ამ ადამიანს მაინც ქონდა.
ისტ.VIII.14 მოსწავლე იკვლევს ადამიანის ურთიერთობებს  საზოგადოებაში.
. მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე,განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს.
. თანაკლასელებთან ერთად განიხილავს ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიის შესახებ სხვადსხვა მოსაზრებებს,მსჯელობს რა სჭირდება ადამიანს არსებობისთვის.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
გააცნობიერებენ ი ჭვჭავაძის მოთხრობის ,,სარჩობელაზედ“ მთავარ სათქმელს და მიზნებს.
გააანალიზებენ მოთხრობაში გადმოცემულ მოქმედებებს და პრობლემებს იმ საკითხების განსანსაზღვრავად, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
ჩაატარებენ კვლევას პრობლემურ საკითხებზე და შეაჯამებენ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს.
გამოიყენებენ ელექტრულ-ბეჭდურ მასალებს მოძიებული მასალის შესაგროვებლად,ელ-ფოსტას კომუნიკაციისთვის,ინტერნეტს-მასალების მოსაპოვებლად.მოახდენენ თავიანთი ნამუშევრების თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ  შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში?
თემატური კითხვები
რა გავლენა იქონია ი. ჭავჭავაძის მოღვაჭეობამ მე-19 საუკ. საქართველოზე?
როგორია საზოგადოების პასუხისმგებლობა პიროვნებაზე?

შინაარსობრივი კითხვები
როგორ ეხმიანება ილია საუკუნის პრობლემას?
რა გზა განვლო ბეჟანმა გულუბრყვილო ბავშვობიდან სახრჩობელამდე?
რა სახის კონფლიქტს ხედავთ მოთხრობაში და როგორ მუშაობენ დღეს დანაშაულის პრევენციისთვის?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ








პროექტის

გამოკითხვა
სქემა: ვიცი/ მინდა ვიცოდე/ ვისწავლე

დიაგნოსტიკური
ტესტირება

გამოკითხვა. თვითშეფასების ფორმა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
თანაკლასელთა  ურთიერთშეფასება
ქულობრივი შეფასების გზამკვლევი
შეფასების რუბრიკა.
ვიცი/ მინდა ვიცოდე/ ვისწავლე
(სქემის დასრულება)
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითხვას მნიშვნელივანი საკითხების შესამოწმებლად.გამოვიყენებ სქემას: ვიცი/ მინდა ვიცოდე/ ვისწავლე, რათა შევაფასო ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარვმართო სწავლების პროცესი.პრეზენტაციის მომზადებისას ასევე უნდა გამოიყენონ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ასევე გამოიყენონ შეფასებისა და ურთიერთშეფასების ფორმა, რაც დაეხმარება მათ პროექტის დახვეწაში.
საბოლოო პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ ქულობრივი შეფასების გზამკვლევს.რითაც ვაფასებ მოსწავლეთა მონაწილეობას დისკუსიაში მთავარ კითხვაზე:
როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაზე?
  სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ტექსტის კითხვისა და ანალიზის უნარ-ჩვევები.
კვლევა-ძიების საბაზისო უნარ-ჩვევები.
ბეჭდვითი და ელექტრული წყაროების გამოყენების ცოდნა.
ელ-ფოსტის გამოყენება კომუნიკაციისთვის
პრეზენტაციის ცოდნა.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისი
  გავმართავ კლასთან დისკუსიას იმ საკითხებზე, კითხულობენ თუ არა ლიტერატურას და რა ფორმით.(მხ.ნაწარმოების ბეჭდურ თუ ელექტრულ ვერსიას) როგორი ჟანრის ნაწარმოებები მოგწონთ? ამოგიცვნიათ თუ არა საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟში. შემდეგ წარვადგენ ზოგად კითხვას, რომელიც აქტუალური იქნება მთელი  პროექტის განმავლობაში:
როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში?
 მოსწავლეებს ვაცნობ , რომ უნდა გავაკეთოთ პროექტი და ვისაუბრებ როგორ დაგვეხმარება პროექტი  პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას. მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის შესამოწმებლად ჩავატარებ დიაგნოსტიკურ ტესტირებას  გააცნობიერონ ილიას მოთხრობის ,,სარჩობელაზედ“, მთავარი სათქმელი და მიზნები, მოთხრობაში გადმოცემული პრობლემური საკითხები  რომლებიც აქტუალურია დღესაც.ჩაატარონ კვლევა მოთხრობაში გამოკვეთილ  პრობლემურ საკითხებზე ისტ-ის გამოყენებით.მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად  და ვთხოვ შეავსონ ვენის დიაგრამა ,მოიფიქრონ რა განსხვავებაა  მე-19ს. და 21-ე ს.პრობლემებს შორის, როგორიცაა მოზარდის დანაშაული და სასჯელი.
პროექტის შუა ნაწილი
ვმუშაობ მთელ კლასთან.წინარე ცოდნის გამოსავლენად ვავსებინებ სქემა: ვიცი/ მინდა ვიცოდე/ ვისწავლე პირველ ორ  სვეტს.მოსწავლეებმა ტექსტის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა გამოავლინონ არასწორი შეხედულებები საკითხის ირგვლივ. მათ ვუხსნი როგორ იმუშაონ პროექტის ფარგლებში თემატურ კითხვებზე.მოთხრობაში გამოკვეთილი პრობლემები შეადარონ თანამედროვე პრობლემებს და იმსჯელონ მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე. მოთხრობის შესწავლისას პერიოდულად ვთხოვ  მათ განიხილონ მთავარი კითხვა: როგორ  შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში? მოთხრობის კითხვის დასასრულს ვთხოვ იმსჯელონ რა გზა განვლო ბეჟანმა სახრჩობელამდე?
საბოლოო პროექტი
დაწვრილებით განვიხილავთ საბოლოო პროექტს.მოსწავლეებს შემთხვევითი დაჯგუფების გზით ვყოფთ ჯგუფებად და ვუნაწილებთ დავალებებს.ერთი ჯგუფი იკვლევს ილიას ეპოქის საქართველოს ისტორიულ ფონს,რათა ნათლად გააანალიზონ  ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემა.მეორე ჯგუფი გამოიკვლევენ ინტერნეტსაიტებს, გაესაუბრებიან ექსპერტთა ჯგუფებს რათა გაეცნონ საუკეთესო გზებს თუ როგორ შეიძლება  ძნელადაღსაზრდელ მოზარდებთან ურთიერთობა და მათი დანაშაულებრივი ცხოვრების პრევენცია.  მესამე ჯგუფი მოიძიებს ანალოგიებს მხატვრული ლიტერატურიდან და კინოფილმებიდან და აღნიშნულ პრობლემას დაუკავშირებენ თანამედროვეობას.
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავ მათ მუშაობას,რათა იგი სწორი მიმართულებით წარიმართოს.ინდივიდუალურად ვთხოვ ჯგუფებს შეხვდნენ ერთმანეთს მოსაზრებების გასაზიარებლად და თვით შეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკები გამოიყენონ. თვიტშეფასების განხორციელებაში მათ პროექტის დასაწყისში დარიგებული ქულობრივი შეფასების გზამკვლევი დაეხმარებათ. ამაის შემდეგ გავმართავ საკლასო სხდომას და განვიხილავ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას მათ პრეზენთაციებს. პროექტზე გამართულ დისკუსიას დავასრულებ  მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ : როგორ  შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში?












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
საჭიროების შემთხვევაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ვურჩევ დავალებებს მათო შესაძლებლობების სესაბამისად და გავწელავ დროში.მოვიძიოებ მხატვრულ ფილმებს და ვაყურებინებ თემასთან დაკავშირებით. მაგ:,,უძინართა მზე“. გამოვიყენებ თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მივცემ დავალებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებიით მოიძიონ მასალები მათ მშობლიურ ენაზე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დამატებით მივცემ დავალებას სიღრმისეულად შეისწავლონ და გამოიკვლიონ პროექტში აღწერილი პრობლემა.შრეადარონ მე-19 ს. და 21-ე ს.პრობლემები და ჩამოაყალიბონ მათი გადაჭრის გზები.ვთხოვ თვითონ მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით მასალები დავიდეოფილმები.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
თაბახის ფურცლები. მარკერები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები,სკოლის დირექცია,მზსწავლებლები,მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან მშობლები.



Комментариев нет:

Отправить комментарий