პროექტი
1)თემა-„ხბამლი ჩვენი სიამაყე“
2)სამიზნე ჯგუფი-მე-8, მე-9 კლასები
3)რა დროს მოიცავს ეს პროექტი-2 კვირა
4)მნიშვნელობა და აქტუალობა- პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები ნახავენ თავიანთი კუთხის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს, ბუნწბრივ საოცრებებს ,მთაზე აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.მოიპოვებენ ინფორმაციებს ხვამლის მთასთან დაკავშირებით.
5)მიზნები და შედეგები-მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება,ინფორმაციების მოპოვება ისტ-ის გამოყენებით,ისტორიული ცნობების ფლობა.ნანახის აღქმა, გაანალიზება,ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის სწორად გადმოცემა. ნანახიდან გამომდინარე ჩანახატის გაკეთება,თხზულების დაწერა და პრეზენტაციის გაკეთება.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის,ურთიერთთანამშრომლობის და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
6)რა წინარე ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლეები-მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ინფორმაციებს ხვამლის მთის გეოგრაფიული მდებარეობის შრსახებ.ისტორიულ ცნობებს.ფოტო და ვიდეო აპარატის გამოყენება.
7)შეფასების პროცედურები-მოსწავლეები შეფასდებიან ინფორმაციის მოპოვებაში,წერილობითი დავალებების შესრულებაში,პრეზენტაციაში.ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვებაში.შეფასებას ვაწარმოებთ წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
8)მასალები და ტექნიკური რესურსები-კომპიუტერი,ფოტო და ვიდეო აპარატურა.
9)“ლაშქრობა ხვამლზე“-აქტივობა(1)-ხვამლის მთაზე ასვლა. აქტივობა(2)წმინდა გიორგის ეკლესიის მონახულება. აქტივობა(3)ხვამლის მთის უმაღლეს წერტილზე ე. წ.“მაიაკზე“ ასვლა.(რომელიც ზღვის დონიდან 2002მ-ზე მდებარეობს)აქტივობა(4)უძველესი გამოქვაბულების, მათ შორის „ყინულის გამოქვაბულის“დათვალიერება.
სასწავლო პროექტის მსვლელობის გეგმა
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები | დავალებების განაწილება დროში | დავალების შემსრულებელი სამიზნე ჯგუფები | ჯგუფების ხელმძღვანელი მოსწავლეები | საჭირო რესურსები |
პროექტის დაგეგმვა და მოსწავლეებისთვის გაცნობა | 30 მაისი | მე-8, მე-9 კლასები | ||
მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად და დავალებების განაწილება | 2 ივნისი | 3- ჯგუფი | ||
წინარე ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში ხვამლის მთაზე | 5 ივნისი | 1-ლი ჯგუფი | თ.ფოჩიანი | კომპიუტერი |
ლაშქრობა ხვამლის მთაზე | 12-13 ივნისი | 2-ჯგუფი | შ. ბენდელიანი | |
ფოტო და ვიდეო მასალის გაკეთება | 3- ჯგუფი | ბ. ჩხეტიანი | ფოტო და ვიდეო აპარატი | |
პრეზენტაცია | 15 ივნისი | სამივე ჯგუფი |
პროექტის ხელმძღვანელი: ზ. ჩაკვეტაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий