четверг, 20 октября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი
          თემა:
რას ნიშნავს სისხლით ნათესავი?
როგორი ურთიერთ დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ოჯახის წევრებთან?
სწავლების საფეხური
VII–კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 6 მოსწავლე
ინკლუზიური ბავშვი არ გვყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გააცნობიერონ მოსწავლეებმა რა არის სიმბოლო? როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან, ისაუბრებენ მათი ოჯახის შესახებ, დაახასიათებენ მათთვის მისაბაძ პიროვნებას.
დაწერენ თხზულებას თემაზე „ერთი ეპიზოდი ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან“
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის გაზრება, ათვისება და ტექსტის მთავარი საკითხების გამოყოფა. ტექსტის სათაურსა და შინარს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. პეტსონაჟთა განცდებისა და მიზნების ამოცნობა. პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოცნობა.
 მოსწავლეებში მსჯელობის, დისკუსიაში მონაწილეობის, საკუთარი მოსაზრების დაპიკსირების უნარის განვითარება.აზროვნების, მეტყველების, ანალიტიკური უნარის განვითარება.
  საკუთარი მოსაზრების დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლებმა იციან ნაწარმოების მთავარი თემის ამოცნობა. ვინ არის პერსონაჟჲ?რა არის დიალექტი? პრაზეოლოგიზმები?
შეფასების საგანი და
                პროცედურები
შევაფასებ პრეზენტაციით.
განმსაზღვრელი შეფასებით და განმავითარებელი კომენტარებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
VII-კლასის ქართული ლიტერატურის გრიფმინიჭებული როდონაიას სახელმძღვანელო,რვეული, კალამი,დაფა, ცარცი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა(1)-2(წთ)
 მოსწავლეთა განწყობის შექმნა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
აქტივობა(2)-5წთ.
პრონტალური კითხვების დასმით წინა მასალის გაქტიურება.
აქტივობა(3)-10წთ
წინა და ახალი მასალის დაკავშირება.საუბარი ნ.დუმბაძის ბიოგრაფიაზე, მისი ნაწარმოებების სტილზე დს ჟანრზე.
აქტივობა(4)-20წთ
მოსწავლებს ვაცნობთ ტექსტს, გამოვყოფთ მტავარ საკითხებს.ვარკვევთ რამდენი პერსონაჟია მოთხრობაში,რა განცდები და ემოციები აქვთ,როგორი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან? თქვენ როგორ მოიქცეოდით მოთხრობის ერთ-ერთი გმირის,ბიჭის, ადგილზე? რა კავშირია მოთხრობის სათაურსა და შინარსს შორის.
წინასწარ გამზადებულ ცხრილებში ჩავწეროთ კუთხური დიალექტები და გვერდით მივუწეროთ შჱსაბამისი თანამედროვე სალიტერატურო შესატყვისები.
აქტივობა(5)-5წთ
დავალების მიცემა: დაწერეთ თემა“ერთი ეპიზოდი ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან.“
აქტივობა(6)-3წთ
შეფასება.(ვაფასებ შეფასების რუბრიკით)



Комментариев нет:

Отправить комментарий